რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
მაია ცქიტიშვილმა ყურადღება რეგიონების საინვესტიციო პოტენციალსა და განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა. საუბარი შეეხო მოსახლეობის პირველად საჭიროებებს და სერვისების გაუმჯობესების აუცილებლობას.
მინისტრმა ადგილებზე არსებულ მდგომარეობაზე და პრიორიტეტებზე, გუბერნატორებისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღო და მათი წინადადებებიც მოისმინა. როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ახლო მომავალში რეგიონებში გასვლას და არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობას გეგმავს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები