რეალური დიალოგისა და ჰარმონიული მიდგომების დიდი იმედი გვაქვს და ვიმედოვნებთ, ვენეციის კომისიის პოზიციაც ყოველივე ამას ხელს შეუწყობს- იანოშ ჰერმანი

რეალური დიალოგისა და ჰარმონიული მიდგომების დიდი იმედი გვაქვს და ვიმედოვნებთ, ვენეციის კომისიის პოზიციაც ყოველივე ამას ხელს შეუწყობს- იანოშ ჰერმანი

იანოშ ჰერმანმის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები საქართველოს მომავლის შესახებ, რაც დამოკიდებულია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის გამართულ დისკუსიებზე.”ვენეციის კომისიის მოსაზრების გამოქვეყნებას მოუთმენლად ველით. გულითადად მივესალმებით მის ჩართულობას ამ პროცესში ჯერ კიდევ სულ თავიდან. ასევე მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ აღებულ ვალდებულებას, რომ სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის პოზიცია. თუმცა, რასაკვირველია, მე ახლა ვერ გეტყვით, რა მოსაზრება ექნება ამ უკანასკნელს. არც ის მინდა, რომ მის მთავარ თემებზე ვისაუბრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები საქართველოს მომავლის შესახებ, რაც დამოკიდებულია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის გამართულ დისკუსიებზე. თვალყურს ვადევნებ საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების განცხადებებს. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ რეალური დიალოგისა და ჰარმონიული მიდგომების დიდი იმედი გვაქვს და ვიმედოვნებთ, ვენეციის კომისიის პოზიციაც ყოველივე ამას ხელს შეუწყობს”, – განაცხადა ჰერმანმა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები