რეაბილიტირებულ პეკინის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი იქნება

რეაბილიტირებულ პეკინის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი იქნება
რეაბილიტირებულ პეკინის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი იქნება.
15 სექტემბრისთვის  პეკინის ქუჩაზე სამუშაოებს სრულად დაასრულებს. შაბათ-კვირას ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ქუჩის დახაზვის სამუშაოებს განახორცილებს. 18 სექტემბრისთვის კი, ქუჩა მთლიანად განახლებული იქნება. რაც შეეხება გამწვანების სამუშაოებს, იგი, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგრძელდება, რის შედეგადაც პეკინის ქუჩა ახალ სახეს მიიღებს.

კუბლაშვილის განცხადებით, პეკინის ქუჩაზე ცალმხრივად მოძრაობის გამო, სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა გარკვეულწილად შეიცვლება. გაგარინის მოედნიდან ტრანსპორტი ბესიკის ქუჩით ყაზბეგის გამზირზე მოხვდება.

“ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებენ. ავტობუსებისთვის “ბასლაინს” უკვე ვაწყობთ. ასე რომ, მუნიციპალური ტრანსპორტი ამ ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს. მუნიციპალური ტრანსპორტისთვის კოსტავა-შარტავას ქუჩებზეც ასევე ორმხრივი მოძრაობა იქნება. პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან ჩვენ ძალიან დიდი სამუშო გავწიეთ და გამოკითხვები გვქონდა, რათა მათი აზრი გათვალისწინებული ყოფილიყო. სატრანსპორტო ნაკადებზე დაკვირვება მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, რეაბილიტირებულ პექკინის ქუჩაზე ველობილიკებიც იქნება და მოქალაქეებს შეეძლებათ ველოსიპედებით ქუჩაზე 18 სექტემბრიდან გადაადგილდნენ. ამ მიზნით პეკინის ქუჩაზე ტროტუარი 3 მეტრით გაფართოვდა და ერთი კილომეტრის მანძილზე ორმხრივი ველობილიკი იქნება.

“ქუჩებზე ველობილიკების მოწყობას სხვა ქუჩებზეც გავაგრძელებთ. კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ველობილიკებისთვის გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და ზოლი მოეწყობა”, – განაცხადა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები