“რაც უფრო სცილდება რეალობასა და განვითარების პერსპექტივას “ნაცრევოლუციის“ სცენარი, მით უფრო კაპასი ხდება ნინო ლომჯარია”

“რაც უფრო სცილდება რეალობასა და განვითარების პერსპექტივას “ნაცრევოლუციის“ სცენარი, მით უფრო კაპასი ხდება ნინო ლომჯარია”

რაც უფრო სცილდება რეალობასა და განვითარების პერსპექტივას „ნაცრევოლუციის“ სცენარი, მით უფრო კაპასი ხდება ნინო ლომჯარია და შეუსაბამო მისი განცხადებები იმ სტატუსთან, რაც მას გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ნინო ლომჯარია ე.წ. დამლაიქებლად კი ჩაეწერა ჯგუფში, რომელიც ირაკლი კობახიძის მიმართ უკბილო ხუმრობებს ავრცელებს და შეტევას აწარმოებს.

სახალხო დამცველმა ხალხი უნდა დაიცვას, პოლიტიკური სიმპათიის მიუხედავად. მწამებლები სხედან დღეს ციხეში და ეს ყველამ იცის. მთელმა საქართველომ იცის, რომ სადისტური მმართველობა იყო. თუ ამ პიროვნებების მიმართ გააჩნია სიმპათია და ამ ყველაფრის მიმართ ოპოზიციური დამოკიდებულებისადმი ანტიპათია, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, ეს პიროვნული პრობლემაცა, არა მარტო – ინსტიტუტის. ფაქტია, რაც უფრო შორი და არარეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციის თემა, მით უფრო გაწიწმატებული და კაპასი ხდება სახალხო დამცველი“

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები