რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ეს არის ძალიან სამწუხარო პრეზიდენტისგან, რომელსაც ევალება თავად იყოს გარანტი კანონის დაცვისა, – ეკა ბესელია

რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ეს არის ძალიან სამწუხარო პრეზიდენტისგან, რომელსაც ევალება თავად იყოს გარანტი კანონის დაცვისა, –  ეკა ბესელია

რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ეს არის ძალიან სამწუხარო პრეზიდენტისგან, რომელსაც ევალება თავად იყოს გარანტი კანონის დაცვისა, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ პარლამენტი თავად არ იცავს საკუთარ წესს და პროცედურებს, ვერასდროს გააკონტროლებს, როგორ იცავენ ამას სხვები.
„ყველაზე სამწუხარო ჩემთვის არის ახლა ის სურათი, რაც ამ დარბაზში ჩანს. ვფიქრობ, ეს სურათი არის პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც ხშირად ისმება – რა არის მთავარი გაუგებრობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის? რომ არ არის ეს პერსონალური დაპირისპირების საკითხი და არის ინსტიტუციური დამოკიდებულების პროცესში გამოჩენილი ძალიან დიდი უპატივცემულობა, ამის მაგალითია დღევანდელი დღე. მე მგონი, ჩვენ შორს წასვლა აღარ დაგვჭირდება არგუმენტების საძებრად. რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ეს არის ძალიან ძალიან სამწუხარო პრეზიდენტისგან, რომელსაც დიახ, ევალება თავად იყოს გარანტი კანონის დაცვის და იმ ინსტიტუტის პატივისცემის, რომელსაც ევალება არა მხოლოდ კანონის მიღება, არამედ ამ კანონის დაცვაც. კანონმდებლები თუ გადავაბიჯებდით იმ პროცედურებს, რომლის დარღვევას ასე დაბეჯითებით გვთხოვდა ოპოზიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ გადავაბიჯებდით იმ ზღურბლს, რომლის დაცვა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თუ პარლამენტი თავად არ იცავს საკუთარ წესს და პროცედურებს, ვერასდროს გააკონტროლებს, როგორ იცავენ ამას სხვები. პრეზიდენტი დღეს სამწუხაროდ იყო მაგალითი, რომ არათუ არ სცა პატივი ამ წესებს და პროცედურებს, არამედ თქვა, რომ მისთვის საგამონაკლისო სივრცე შექმნილიყო ამ პარლამენტში. ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პრეზიდენტმა დეპუტატებთან დებატებში შესვლის უფლება ითხოვა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები