რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება?

რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებაზე განმარტა და აღნიშნა, რომ “ომიკრონის” პირობებში, მით უფრო, როდესაც საკმაოდ ხშირია რეინფიცირება, “მწვანე პასპორტის” არსებობის ტექნიკური საფუძვლები აღარ არსებობს:

საბჭოს გადაწყვეტილებით მწვანე პასპორტებს ქვეყნის შიგნით სავალდებულო ხასიათი აღარ უნდა ჰქონდეს, მწვანე პასპორტის ტექნიკური საფუძველი გარკვეულწილად “ომიკრონთან” დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა.

ომიკრონის” პირობებში რეინფიცირება მაღალია, ამდენად, ეს არ იცავს და არ არის იმის გარანტი, რომ პირი იქნება უსაფრთხო. ყველაზე ეფექტური არის ტესტირება – ამ ტექნიკური ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ჩაითვალა, რომ მწვანე პასპორტის სავალდებულო მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციის კამპანია უნდა შესუსტდეს. ამ პირობებში ბევრმა ქვეყანამ შეცვალა მწვანე პასპორტის მოთხოვნები, ზოგმა დაამატა სავალდებულო ბუსტერ დოზა, PCR ტესტირებაზე მეტი აქცენტი, თუმცა იმ ფორმით, რა ფორითაც ჩვენ გვაქვს მწვანე პასპორტი არ ქმნის სრულ გარანტიას. ამიტომ, ტექნიკური საფუძვლები, რომ რეალურად მწვანე პასპორტმა შეცვალოს ეპიდემიური სურათი – არ არის. მეორე მიზანი, რაც მწვანე პასპორტს ჰქონდა იყო ვაქცინაციის წახალისება, ეს ეფექტი კი, დღეს ნაკლებად აღინიშნება. რასაც დღეს ვაკვირდებით, რეინფიცირების შემთხვევები საკმაოდ მაღალია. ამიტომ, წარსულში ინფექცია გადატანილი პირი უპირობოდ უსაფრთხოდ ვერ ჩაითვლება,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში “მწვანე პასპორტი” 1 დეკემბრიდან ამოქმედდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები