რატომ გაახსენეს ირაკლი გოგავას უკრაინელებმა ო’ ჰენრის “წითელკანიანთა ბელადი?”

რატომ გაახსენეს ირაკლი გოგავას უკრაინელებმა ო’ ჰენრის “წითელკანიანთა ბელადი?”

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირების ვერსიას განიხილავს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა.
გოგავა ამბობს, რომ უკრაინა ახლა ო’ჰენრის ცნობილ ნაწარმოებ „წითელკანიანთა ბელადში“ განვითარებული მოვლენების მდგომარეობაშია.

„უკრაინაში წლები ვმუშაობდი და ბევრი მეგობარი, ნაცნობი შევიძინე იქ, მათ შორის ზოგი დღევანდელ მთავრობაშიც არის.
ცხადია, მეკითხებიან მიხოს ამბებს. მეც ვკითხე ერთს, მართლა გინდათ მისი დაბრუნებათქო. იმან კიდევ ო’გენრის “წითელკანიანთა ბელადი” გაიხსენა: ოჯახიდან ბიჭს მოიტაცებენ გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით. ჰოდა ეს ბავშვი იმისთანა გავარდნილი იყო, რომ გაამწარა გამტაცებლები და ამათაც გადაწყვიტეს გამოსასყიდის გარეშე დაებრუნებინათ.
ოჯახმა ხომ იცოდა თავისი ჯეელის “გავარდნილობის” ამბავი და დავიბრუნებთ თუ ფულს გადაიხდითო – შეუთვალეს გამტაცებლებს.

P.S. ბოლოს ოჯახი ეთანხმება 250 დოლარის სანაცვლოდ დაბრუნებაზე, მხოლოდ ღამით მოიყვანეთ, რომ მეზობლებმა არ დაინახონ რომ აბრუნებთ, თორემ ვერ გაასწრებთო,“- წერს ირაკლი გოგავა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები