რატი ბრეგაძე: მოვუწოდებ ოპონენტებს, დაასრულონ სიძულვილის ენა

რატი ბრეგაძე: მოვუწოდებ ოპონენტებს, დაასრულონ სიძულვილის ენა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ოპონენტებს მოუწოდა, რომ დაასრულონ სიძულვილის ენა და საზოგადოებას სიმშვიდისაკენ მოუწოდონ. მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ სიძულვილის ენის გამოყენებით, ოპოზიცია სააკაშვილისა და სხვა პატიმრებისთვის გარკვეულ რისკებს ქმნის.

„როგორც ადრე ვთქვი და მრავალჯერ გამიმეორებია, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და სათანადო დონეზე დაცული. ჩვენ რა პირობაც დავდეთ, იმ პირობას ვასრულებთ და ძალიან ვართ დაინტერესებული, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყოს სათანადოდ დაცული. აქვე მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, რომ დაასრულონ ეს სიძულვილის ენა და საზოგადოებას მოუწოდონ სიმშვიდისკენ, ნაცვლად იმ რევოლუციური მოწოდებებისა, რომელსაც ახორციელებენ. ბუნებრივია, ისინი ქმნიან გარკვეულ რისკებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ამის უფლებას ვერავის მივცემთ“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები