რაჭაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რაჭაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რაჭაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. მათ შორის არიან მოზარდები.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს,
ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში ამბროლაურიდან ჭრებალოს მიმართულებით მოძრაობისას მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, შეეჯახა ბორდიურს და ბოძს, რის შედეგადაც მანქანა საკრმიდამო ნაკვეთის ღობეს დაეჯახა.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მძღოლი და 2 მგზავრი (2000 წ. და 1995 წელს დაბადებულები).
ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს ავტომანქანის სამმა მგზავრმა (1999, 2000, 2001 წელს დაბადებულებმა).
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები