რას აცხადებს დაჭრილი სპეცრაზმელის ექიმი (ვიდეო)

რას აცხადებს დაჭრილი სპეცრაზმელის ექიმი (ვიდეო)

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მისი ექიმი აცხადებს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
„პაციენტი მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, შემთხვევის ადგილიდან. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ქალას სარქველის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და დაზიანებით, სისხლდენით. პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციოში. ამჟამად, მდგომარეობა კრიტიკული რჩება. მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება“, – განაცხადა ექიმმა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები