„რამდენიმე სამინისტროს გაუქმების შედეგად გამოთავისუფლებული შენობების ნაწილი, შესაძლოა, პრივატიზაციას დაექვემდებაროს, ხოლო უძრავი ქონების ნაწილი, ახალი სტრუქტურებისთვის იყოს გამოყენებული“-გიორგი კაკაურიძე

„რამდენიმე სამინისტროს გაუქმების შედეგად გამოთავისუფლებული შენობების ნაწილი, შესაძლოა, პრივატიზაციას დაექვემდებაროს, ხოლო უძრავი ქონების ნაწილი, ახალი სტრუქტურებისთვის იყოს გამოყენებული“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
აღნიშნულ საკითხზე დისკუსიისას, უმცირესობის წევრების კითხვის პასუხად, კაკაურიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობის მშენებლობისთვის დაახლოებით 30 მილიონი დაიხარჯება.
მისივე ინფორმაციით, 8 მილიონი მიიღო ბიუჯეტმა ეკონომიკის სამინისტროს ძველი შენობის გაყიდვის შედეგად.
უმცირესობის სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.
წლის ბოლოს ბიუჯეტის მოცულობა 304 მილიონი ლარით იზრდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები