რაგბის კავშირის გამგეობამ პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე 42 ხმით აირჩია

რაგბის კავშირის გამგეობამ პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე 42 ხმით აირჩია

რაგბის კავშირის გამგეობამ პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე 42 ხმით აირჩია. „ყველას ვულოცავ, მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი. გარეთ იყო გაუგებრობა. ვნებები ჩაცხრება და სწრაფად დავიწყებთ გეგმების განხორციელებას“, – ამის შესახებ სოსო ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაასახელა რაგბის კავშირის გამგეობის 16-კაციანი ჯგუფი, რომელთა მათ შორის ორი ქალია. „იმედი მაქვს, რაგბის კავშირის საქმიანობაში ქალები სხვა სიმშვიდეს შემოიტანენ“, – აღნიშნა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, სარაგბო კლუბებს დღევანდელ არჩევნებზე მოსვლა გაუჭირდათ. „ჩემთვის ეს პროცესი გასაგებია, თუმცა მინდა ვუთხრა მათ, რომ ეს სამომავლო ურთიერთობაზე არ აისახება“, – განაცხადა ტყემალაძემ.

რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტს შეკითხვა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობების შესახებაც დაუსვეს, რაზეც მან უპასუხია, ივანიშვილთან მისი ურთერთობები გახსნილია. „ეს ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილთან გახსნილია, ის ჩემამდეც იყო რაგბიში“, – აღნიშნა ტყემალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები