“რადამ არც კი განიხილა სააკაშვილის დანიშვნის საკითხი, მადლობა უკრაინელ დეპუტატებს ადეკვატურობისთვის”

“რადამ არც კი განიხილა სააკაშვილის დანიშვნის საკითხი, მადლობა უკრაინელ დეპუტატებს ადეკვატურობისთვის”

“რადამ არც კი განიხილა სააკაშვილის დანიშვნის საკითხი, მადლობა უკრაინელ დეპუტატებს ადეკვატურობისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თავმოყვარე ქვეყანა, თავმოყვარე ქვეყნის პარლამენტი მოიქცევა ისე, როგორც ჩვენ მოვიქეცით, რამაც ძალიან დიდი წვლილიც შეიტანა ამ საქმეში.

„ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც 2012 წლამდე ცოლსა და ქმარს ოთახიდან ტელეფონი გაჰქონდათ ბიზნესსა და პოლიტიკაზე საუბრისას. ასეთი სისტემის თავში იდგა მიხეილ სააკაშვილი. ამიტომზ მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ლაპარაკიც ზედმეტად მიმაჩნია. უნდა ვთქვათ, რომ ეს არის კრიმინალი და დავამთავროთ მასზე საუბარი. მეორეა ისიც, რომ თავმოყვარე ქვეყანა, თავმოყვარე ქვეყნის პარლამენტი მოიქცევა ისე, როგორც ჩვენ მოვიქეცით, რამაც ძალიან დიდი წვლილიც შეიტანა ამ საქმეში – რადამ არც კი განიხილა საკითხი. ძალიან დიდი მადლობა ადეკვატურობისა და თანამოაზრეობისათვის რადას დეპუტატებს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, უკრაინელი პოლიტიკოსების საუბრებშიც კი აისახა ის განწყობა, რაც არის საქართველოს ხელისუფლებაში, ქართულ საზოგადოებასა და უკრაინის საზოგადოების დიდ ნაწილში.

„პოლიტიკურ თანამდებობაზე, რომელსაც სჭირდებოდა უკრაინის რადას, ანუ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების თანხმობა, სააკაშვილი ვერ და აღარ დაინიშნა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები