რა ვითარებაა სპეცოპერაციის ადგილას, სადაც საცხოვრებელი ბინიდან ხელყუმბარები ისროლეს

რა ვითარებაა სპეცოპერაციის ადგილას, სადაც საცხოვრებელი ბინიდან ხელყუმბარები ისროლეს

რესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, შემთხვევის ადგილას შტურმი დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო და ამ დროისთვისაც სროლის ხმა ისმის.

სპეცრაზმელები საცხოვრებელ სახლში შესვლას ცდილობენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ქუჩებსაც აკონტროლებენ.

პოლიციის თანამშრომლები მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს პერიმეტრის შიგნით გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.

კორპუსიდან, სადაც შეიარაღებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმყოფებიან, მოსახლეობა მთლიანად ევაკუირებულია.

სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 17 საათზე მეტია მიმდინარეობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები