რა უნდა იცოდეთ, თუ კორონავირუსი გაქვთ და სახლში მკურნალობთ

რა უნდა იცოდეთ, თუ კორონავირუსი გაქვთ და სახლში მკურნალობთ

კორონავირუსის გარკვეული მსუბუქი შემთხვევები შესაძლებელია, რომ ბინაზე იმართოს. ამისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა პროტოკოლი.

პროტოკოლში დეტალურად არის აღწერილი, რა შემთხვევაში უნდა გააგრძელოს ბინაზე მკურნალობა კორონავირუსით ინფიცირებულმა ან სიმპტომების მქონე პაციენტმა.

პროტოკოლის თანახმად, იმისთვის, რომ პაციენტმა ბინაზე მკურნალობა დაიწყოს, აფასებენ მისი საცხოვრებელი სახლის პირობებს და გადაწყვეტილებას ჯანდაცვის შესაბამისმა პერსონალი გასცემს.

 

1. დარჩით სახლში. არ გახვიდეთ თავშეყრის ადგილებში. თუ აუცილებელია გარეთ გასვლა, დაუშვებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა.

2. ზედმიწევნით აკონტროლეთ სიმპტომები. თუ სიმპტომები გიუარესდებათ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით პირად ექიმს.

3. დაისვენეთ და მიიღეთ საკმაო რაოდენობით სითხე

4. ექიმთან ვიზიტის საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ დაურეკეთ ექიმს და შეატყობინეთ, რომ გაქვთ ან შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი.

5. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ში და შეატყობინეთ ოპერატორს, რომ გაქვთ ან შესაძლოა, გქონდეთ კორონავირუსი.

6. დაიფარეთ ცხვირი და პირი ხველების და ცემინების დროს.

7. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და თბილი წყლით სულ მცირე, 20 წმ-ის მანძილზე ან დაიმუშავეთ ხელები სულ მცირე, 60 პროცენტი ალკოჰოლის შემცველის სანიტაიზერით.

8. შეძლებისდაგვარად, დარჩით იზოლირებულ ოთახში და ოჯახის წევრებისგან მოშორებით. შესაძლებლობის შემთხვევაში, ისარგებლეთ ცალკე აბაზანით. სხვებთან კონტაქტის საჭიროებისას, იხმარეთ სახის ნიღაბი.

 

9. არ გაუზიაროთ პირადი ნივთები ოჯახის სხვა წევრებს (მაგ. ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული).

10. დაასუფთავეთ ზედაპირები რომელთაც ხშირად ეხებით — მაგიდა, ჩამრთველი, სახელური. გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებები ინსტრუქციის მიხედვით.

 

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტის განსათავსებელი სივრცე

ინფრასტრუქტურა

  • უნდა ჰქონდეს ტელეფონი და სამედიცინო მომსახურებასთან სწრაფი დაკავშირებისთვის საჭირო სხვა საშუალებები;
  • სასმელი წყალი;
  • კანალიზაციის სისტემა;
  • საკვების მოსამზადებელი საშუალება;
  • ელეტქრომომარაგება;
  • გარემოს ადეკვატური განიავება.

განთავსება

  • იზოლირებული ოთახი;
  • ადვილად მისაწვდომი სააბაზანო ოთახი.

რესურსები

  • საკვები;
  • აუცილებელი მედიკამენტები;
  • სამედიცინო ნიღბები პაციენტებისა და მომვლელისთვის/ოჯახის წევრისთვის;
  • ხელთათმანები;
  • ხელების ჰიგიენური საშუალებები — საპონი, ალკოჰოლზე დამზადებული სანიტაიზერები;
  • საყოფაცხოვრებო დასასუფთავებელი საშუალებები.
კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები