რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR-ტესტით და 8-დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით, კიდევ ერთი PCR-ტესტიჩაიტარონ. ამ შემთხვევაში, ისინი თავისუფლდებიან თვითიზოლაციიდან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საქართველოში შემოსვლისას, ნეგატიური PCR-ტესტი არ ექნებათ, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8-დღიანი თვითიზოლაცია წესდება. ამ ნაწილში, ჩვენ ევროპის სტანდარტებს მივყვებით“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
აქამდე მოქმედი წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოდიან ნეგატიური PCR-ტესტით და ამ შემთხვევაში, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან ან, თუ ნეგატიური PCR-ტესტი არ აქვთ, 12-დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან.
რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან, ამ ბმულზეშეგიძლიათ ნახოთ.
მსგავსი სიახლეები

2018 წლის აპრილის მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,3 მილიონი ლარით გაიზარდა.

ჩვენი მიზანია, სიცოცხლე შევძინოთ იმ პროექტებს, რომლებიც კაპიტალის ნაკლებობის გამო ვერ ხორციელდება ჩვენს ეკონომიკაში-მამუკა ბახტაძე
