რა შეზღუდვები მოქმედებს დღეიდან 4 სექტემბრამდე საქართველოში

რა შეზღუდვები მოქმედებს დღეიდან 4 სექტემბრამდე საქართველოში

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 4 სექტემბრამდე:

🔹 იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;

🔹 სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;

🔹 იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

🔹 კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.

სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას. ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები