რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან

რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან

ავსტრიის, ლიეტუვას და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობის საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

„შევხვდი ჟოზეპ ბორელის ეგიდით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით მყოფ ავსტრიის, ლიეტუვას და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. განვიხილეთ ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობის საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ხაზი გავუსვით ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტულ პუნქტებს შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები