,,რა ქაჯობა მოაწყვეს, არ ვიცი“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

,,რა ქაჯობა მოაწყვეს, არ ვიცი“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა. შენობაში შესვლამდე, ხაბეიშვილმა მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, მისი თქმით, ჩანაწერი არ არის სრული და მასში არ ჩანს, როგორ შეაგდო მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ის მერიის შენობაში.

„ვიდეო იწყება სკამიდან, ძალიან მარტივია, სკამამდე ხომ მივედი, რატომ წამომაწვინეს,რატომ მეუბნებიან, რომ სასწრაფოს იძახებენ, რატომ მეუბნებიან, რომ ცუდად ვარ და დარჩენა არის საჭირო. ეს პირიქით, მტკიცებულებაა იმის, რომ მე ვიყავი შეუძლოდ, იძახებდნენ სასწრაფოს და მე ვუთხარი, თქვენი არაფერი მინდა, ან დამაკავეთ ან გამიშვით, რტყმის გარეშე-თქო, იმიტომ, რომ რტყმით შემომიყვანეს, ყველა პირის იდენტიფიცირება შემიძლია, მათ შორის ვიდეოზე, შავით თეთრზე, კარგად ჩანს ვინ გამომიყვანა უკანონოდ, რომელიც არის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი და არა პოლიციის და რა უფლება აქვს შენობის გარეთ აკავებდეს მოქალაქეს, შეაგდოს მერე მერიაში, რა ქაჯობა მოაწყვეს, არ ვიცი“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები