რა კავშირი აქვს დავით უსუფაშვილს ბიჭთან, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დააკავეს

რა კავშირი აქვს დავით უსუფაშვილს ბიჭთან, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დააკავეს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ მირიან მჟავანაძეს Facebook-ზე “შენების მოძრაობის” ლიდერთან, დავით უსუფაშვილთან ერთად ატვირთული აქვს ფოტო, რომლის უკანა ფონზე პარტიის ბანერია განთავსებული.

“პრაიმტაიმი” დაინტერესდა, რა კავშირი აქვს ბრალდებულს უსუფაშვილთან და დეტალების გასარკვევად “შენების მოძრაობის” წევრ ანი მიროტაძეს დაუკავშირდა.

როგორც მან ჩვენთან განმარტა, მათ პარტიასთან ახალგაზრდა მამაკაცს კავშირი არ აქვს.

“შემთხვევითი ფოტოა, ამ ადამიანს ჩვენთან არანაირი კავშირი აქ აქვს. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს, ისიც არ ვიცით სადაა გადაღებული.”- განმარტა მიროტაძემ.

მირიან მჟავანაძე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

ვიდეოს გავრცელების მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

 

 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები