“ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არც ერთ სტრატეგიულ საკითხზე უმრავლესობაში უთანხმოება არ არსებობს”-არჩილ თალაკვაძე

“ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არც ერთ სტრატეგიულ საკითხზე უმრავლესობაში უთანხმოება არ არსებობს”-არჩილ თალაკვაძე

“ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არც ერთ სტრატეგიულ საკითხზე უმრავლესობაში უთანხმოება არ არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არც ერთ სტრატეგიულ საკითხზე უმრავლესობაში უთანხმოება არ არსებობს. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ გვაქვს ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიცია. რაც შეეხება იმ საჯარო განცხადებებს, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უმრავლესობის რამდენიმე წევრმა გააკეთა, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე ჩვენ დაწყებული გვაქვს შიდა პარტიული კონსულტაციები. აღნიშნული საკითხები საზოგადოებისთვის ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი და პარტიული კონსულტაციების გზით გადავჭრით უმოკლეს დროში.

ეს არის სტრეს–ტესტი უმრავლესობისთვის, რომელსაც „ქართული ოცნების“ გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ. გაკეთებულ განცხადებებზე დაწყებულია შიდა კონსულტაციები, ჩატარდება შიდა პარტიული კონსულტაცია. რაც შეეხება უმრავლესობის სხდომას, ვიმსჯელებთ, რა საჭიროებები გვაქვს და რა შეიძლება შეიცვალოს ფრაქციების ან უმრავლესობის დებულებებში. ეს არის უახლოესი 10 დღის პერიოდის საკითხი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები