“ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა”

“ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა”

ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა, თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ავრცელებს.

მიმართვაში პრეზიდენტი პანდემიის ვითარებაში არჩევნების ჩატარების საკითხს ეხება.

„მეკითხებიან არჩევნებზე რას ფიქრობთო. პასუხი მარტივია: აქაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა, და როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული, თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას – იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა.

ვაქცინაციის მაღალი ტემპი არ უნდა შენელდეს, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მჯერა, რომ შევძლებთ არჩევნებსაც და სკოლების ამოქმედებასაც. ერთიც და მეორეც ჩვენს ხელშია!“ – აცხადებს პრეზიდენტი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები