ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ამაზე საუბარი დავასრულეთ. ამის შესახებ, მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების, სენატის განცხადებები, ვნახეთ ეუთო/ოდირის დასკვნები. ჩვენი არჩევნები მთელმა მსოფლიომ აღიარა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და მისი დადებითი შედეგით დასრულების მოლოდინი აქვს.
„რაც შეეხება ჩვენს დიალოგს, დიალოგი გრძელდება. დიდი იმედი მაქვს და მინდა, კიდევ ერთხელ დავიტოვო პოზიტიური, ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან არ ჰქონია და არც ექნება რაიმე დესტრუქციას ადგილი, პირიქით, ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როდესაც მათ ჩაშალეს რეალურად დიალოგი და ისინი არ წამოვიდნენ კომპრომისზე. ჩვენ ვართ მზად, რომ რეალურად გონივრულ და სამართლიან კომპრომისს მივაღწიოთ, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადი სააკაშვილის დროს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

“არცერთი მათგანი, ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგა, დღეს “ქართული ოცნების” წევრი არ არის” – მამუკა მდინარაძე

“ყველას მოვუწოდებ, რომ ნაცვლად არასწორი განცხადებებისა, იაქტიურონ საერთაშორისო დონეზე, რათა ერთად მივაღწიოთ შესაბამის მიზნებს”

გიორგი გახარია – იმ მოქალაქეებს, რომელთაც არ ექნებათ PCR ტესტი, მათ შეეძლებათ ისევ გამოიყენონ საკარანტინე სივრცეები

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა
