ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ბერკეტები ერთი პარტიის ხელშია, შეიძლება დემოკრატიის შესახებ კითხვის ნიშნები გაჩნდეს-მარგველაშვილი

ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ბერკეტები ერთი პარტიის ხელშია, შეიძლება დემოკრატიის შესახებ კითხვის ნიშნები გაჩნდეს-მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ბერკეტები ერთი პარტიის ხელშია, შეიძლება დემოკრატიის შესახებ კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა “მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

“მმართველმა პარტიამ მოიგო კიდევ ერთხელ დიდი უმრავლესობით და ეს, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიისთვის არის მისალოცი, მაგამ მისალოცია თუ არა ქართული დემოკრატიისთვის, ამაზე კიდევ შეგვიძლია ბევრი ვიმჯელოთ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი სერიოზული კითხვის ნიშანი, რომელიც ჩვენს დემოკრატიასთან დაკავშირებით უკვე დაისვა და დამიჯერეთ, ამ კითხვის ნიშნის სულისკვეთება გაღრმავდება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები