ქვეყანა დგას განათლებასა და ჯანდაცვაზე – სალომე ზურაბიშვილი

ქვეყანა დგას განათლებასა და ჯანდაცვაზე – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამედიცინო სფეროს მნიშვნელობაზე და საქართვბელოში მის განვითარებაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით იგი ექიმების ჩართულობით განავითარებს ამ დარგს.

“ქვეყანა დგას ორ ფეხზე – ერთი არის განათლება და მეორე ჯანდაცვა. დღეს საინტერესო შეხვედრა მქონდა ექიმებთან. იყო ძალიან საინტერესო იმით, რომ გამოჩნდა არა მხოლოდ ის ნაკლოვანებები, რაც არსებობს და რაზეც უნდა ვიმუშაოთ, არამედ ის ძალიან დიდი პოტენციალი, რაც არსებობს საქართველოში ამ სფეროში და რისი განვითარებაც შეგვიძლია. მედეას ქვეყანა მედიცინის ქვეყნად უნდა ვიქცეთ და უფრო განვვითარდეთ ამ მიმართულებით. ექიმების მზად არიან, ჩაერთონ და ერთად ვიფიქროთ ამ დარგის განვითარებაზე. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი იმედის მომცემი და ძალიან სწრაფად ისევ შევიკრიბებით, რომ ამ მიმართულებით უფრო ჩამოვყალიბდეთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები