ქუთაისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელიც დღეს 21:00 საათზე პარლამენტის შენობაში უნდა გამართულიყო, გადაიდო.

ქუთაისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელიც დღეს 21:00 საათზე პარლამენტის შენობაში უნდა გამართულიყო, გადაიდო.

ქუთაისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელიც დღეს 21:00 საათზე პარლამენტის შენობაში უნდა გამართულიყო, გადაიდო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სხდომის გადადების მიზეზად საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები დაასახელეს.
მათივე თქმით, სხდომა ხელოვნურად არ გადადებულა.
როგორც ეკა ბესელიამ განმარტა, აღნიშნულ სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის ყველა დეპუტატი უნდა დაესწროს და ამიტომ ამ დროისათვის არ არის გარკვეული, სად და როგორ შეიკრიბებიან დეპუტატები.
„ჩვენ გვინდა, რომ ყველა იყოს ამ შეხვედრაზე. ამიტომ გადაწყდება მოგვიანებით სად და როდის იქნება უმჯობესი, იმის გათვალისწინებით, რომ ყველას ჰქონდეს მონაწილეობის შესაძლებლობა. დიალოგის პრობლემა არ არსებობს. დიალოგისა და განსჯის რესურსი, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ამასთან, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ პრინციპულია, უმრავლესობის სხდომა შედგეს და კონკრეტული შედეგებით დასრულდეს.
“მთავარია, განსახილველი საკითხები წინასწარ იყოს მომზადებული და საშუალება გვქონდეს, სხდომაზე მეტ-ნაკლებად მზა შეთავაზებებით მივიდეთ. უმრავლესობის საქმიანობის გარკვეულ ფორმატზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, რაც საშუალებას მოგვცემს, პოზიციების შეჯერებისას უმრავლესობის ყველა წევრის პოზიცია წინასწარ იყოს ცნობილი”, – თქვა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, მათ შორის გააქტიურებულია საუბრები შიდაპარტიულ დისციპლინაზე. ამ თემებზე დისკუსია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელები ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები