ქუთაისში, დევნილთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოში დევნილები შეიჭრნე

ქუთაისში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოში დევნილები შეიჭრნენ.
დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
როგორც ისინი აცხადებენ, სამინისტროს მიერ ბინები არა ქულების მიხედვით, არამედ ქრთამის აღების პრინციპით იქნა გადანაწილებული, რის გამოც ბევრი დევნილი საცხოვრებელი სახლის გარშე დარჩა.
,,არასწორად გადანაწილდა ქულები. ბევრი დევნილი ისევ საცხოვრებლის გარეშე რჩება. რა პრინციპებით იქნა შერჩეული ოჯახები ჩვენთვის უცნობია. ერთი ის კი ვიცით, რომ ვინც ფული გადაიხადა, იმათ აძლევენ სახლებს“ – აცხადებენ დევნილები.
შენობაში სადაც დევნილები შეიჭრნენ, პოლიციაა მობილიზებული. თავად დევნილები კი აცხადებენ, რომ თუკი მათი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.
როგორც დევნილთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოში აცხადებენ, ქულების გადანაწილების პროცესში არ არის გამორიცხული რაიმე სახის ხარვეზების არსებობა, თუმცა კომისია ყველა დევნილის პრეტენზიას მოისმენს და ეტაპობრივად დააკმაყოფილებს.
მსგავსი სიახლეები

11 წლის მოზარდი, რომელიც თბილისში, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ეზოში დაშავდა, ამ დრომდე იაშვილის სახელობის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.

მარინა ეზუგბაია-“სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა და 914 დადასტურებული შემთხვევაა,გამოჯანმრთელებულების რიცხვი სამით გაიზარდა და 771-ია.

RMG-ი ბოლო დროს კომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ოპოზიციას პროვოკაციაში ადანაშაულებს.
