ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ “საქმის კურსს”პროექტის განმახორციელებელი კომპანიის “ქართუ ჯგუფის” წარმომადგენელმა ვახო ცაგარელმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვეა ადგილზე სამშენებლო, კონკრეტულად კი ქვაბულიდან მიწის ამოღების, სამუშაოები დაიწყო.

ვახო ცაგარელის ინფორმაციით, ადგილზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გზის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობდა, რასაც ასევე “ქართუ” ახორციელებს.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მთლიანობაში 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი, თუმცა, 2019 წლიდან ამ ოდენობის სტუდენტების მიღება არ შეეძლება. პირველ წლებში აქ რამდენიმე ათასი სტუდენტი ისწავლის.

უახლოეს კვირებში ჩამოყალიბდება ასევე ის კონკრეტული დისციპლინები, რომელთა სწავლა საუნივერსიტეტო ქალაქში იქნება შესაძლებელი.
“ქართუ” ასევე აგრძელებს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ პროფესორებთან მოლაპარაკებებს, რომ მათ მუშაობა სწორედ ქუთაისში გააგრძელონ.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგენს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები