ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავისი მნიშვნელობით გამორჩეულია – კალაძე

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავისი მნიშვნელობით გამორჩეულია – კალაძე

ჩვენ ქმედითი კონკრეტული ნაბიჯებით გავაქარწლეთ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები,- ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია ვიხილეთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ არის პირველი პროექტი, რომელსაც ქართუ განათლების სისტემაში ახორციელებს. თუმცა, ქუთაისის ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი თავისი მნიშვნელობით მაინც გამორჩეულია. მივესალმები იმას, რომ გაფორმდა მემორანდუმი იულიხის კვლევით ცენტრთან. 2020 წლის შემოდგომაზე სტუდენტები უკვე სწავლის დაწყებას შეძლებენ. პირველ ეტაპზე, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა გაშენდება 170 000 კვ მეტრზე. მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და, დაახლოებით, 1 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება. დღევანდელი პრეზენტაციით ფარდა აეხადა იმ სიცრუეს, რომელსაც ამ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ვისმენდით. ჩვენ ქმედითი კონკრეტული ნაბიჯებით გავაქარწყლეთ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები. კიდევ ერთხელ მადლობა საქველმოქმედი ფონდ „ქართუს“ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის. განათლება არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისთვის. ჩვენ, რაც შეიძლება, მეტი განათლებული ახალგაზრდა გვჭირდება, რათა შემდეგ მათი ცოდნა ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Read more at https://www.primetime.ge/news/1568806732-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94#yzpLxKbKfGRkepxC.99

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები