ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოსწავლეებს ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოსწავლეებს ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ

„რა პროცედურებს გადის მგზავრი აეროპორტში, სანამ თვითმფრინავში ჩაჯდება?!“- ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა ერთი დღით ბაღდადის #2 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. სკოლის მოსწავლეები აეროპორტის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.
როგორ მუშაობს აეაროპორტში სარეგისტრაციო დახლი, როგორ მოქმედებს მგზავრთა შემოწმებისას უსაფრთხოების კუთხით საავიაციო უშიშროების განყოფილება და საიდან ხდება ბარგის მიღება-განაწილება თვითმფრინავში ატანამდე. ამის შესახებ მე-7 კლასელებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზვრთა გადაყვანის სამსახურის მენეჯერი ომარ ტყეშელაშვილი ესაუბრა.
ბაღდათის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებარე ტერმინალი სამგზავრო ტერმინალი დაათვალიერეს და ბაქანზე გავიდნენ.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მოსწავლეებთან ერთად ბაღდათის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მანანა კაპეტივაძე იმყოფებოდა. მოსწავლეებმა მისი დახმარებით სიმულაციური რეგისტრაცია ინგლისურ ენაზე გაიარეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები