ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობით გათვალისწინებული მეორე ფაზის სამუშოები დასასრულს უახლოვდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობით გათვალისწინებული მეორე ფაზის სამუშოები დასასრულს უახლოვდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობით გათვალისწინებული მეორე ფაზის სამუშოები დასასრულს უახლოვდება. მთავრდება ფასადისა და სახურავის მოწყობა. პარალელურად, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი, რაც საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობას გულისხმობს. სამშენებლო სამუშოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ დაათვალიერეს.
ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.
“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია. ოთხმაგდება აეროპორტის გამტარუნარიანობა. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით ორ მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი”, – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისს ექნება თანამედროვე ტიპის 4-სართულიანი აეროპორტი სრულიად უნიკალური ე.წ. მწვანე გადახურვით, სადაც გათვალისწინებული იქნება ღია ვერანდა გამწვანებით.
“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის კარკასის მშენებლობის, მისი შეფუთვისა და გადახურვის შემდეგ, ამჟამად, მიმდინარეობს საინჟინრო-სისტემების მონტაჟი. ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისი ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად ევროკავშირის ქვეყნებთან დაკავშირების ნაწილში. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, გავზარდოთ რეისებისა და ავიაკომპანიების რაოდენობა, მათ შორის – დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისა. მგზავრთნაკადისრაოდენობის ოთხჯერ ზრდა – საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო დავიტანოთ რუკაზე, როგორც რეგიონის ცენტრი ევროკავშირის მიმართულებით დაბალბიუჯეტიანი რეისების შეთავაზებისთვის“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ცნობისათვის, მშენებლობის დასრულების შემდეგ არსებული და ახალი ტერმინალის შენობების შეერთების ფაზა დაიწყება, რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და იქნება საერთო ტერმინალი მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის მნიშვნელოვანი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები