ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში ლიდერი გახდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში ლიდერი გახდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში ლიდერი გახდა. 1tv.ge-ს ინფორმაციით, ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს მონაცემები გაავრცელა, რომლის მიხედვით 2018 წელს ქუთაისის აეროპორტი წინა წელთან შედარებით 52.5 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა. ხუთ მილიონზე ნაკლებ მგზავრთა ნაკადის მქონე აეროპორტებს შორის ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

ქუთაისი 2018 წლის დეკემბრის მონაცემების ლიდერიცაა. წინა წლის დეკემბერთან შედარებით, მგზავრთნაკადის ზრდა 127 პროცენტია.

ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს პრესრელიზში თბილისის საერთაშირისო აეროპორტის მონაცემებიც მოხვდა. დედაქალაქის აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წელს 20,4 პროცენტით გაიზარდა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები