ქუთაისში შარტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე (ფუდმარტის მიმდებარე ტერიტორიაზე) გზის საფარის განახლება მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩებზე ტექნიკამ დღეს დაიწყო მუშაობა,მომდევნო რამდენიმე დღეში გზის საფარი სრულად აღდგება და განახლდება.
,,დღეს დავიწყეთ მუშაობა ფუდმარტის მიმდებარე ტერიტორიასა და შარტავას ქუჩაზე. ახლა წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში ამ ქუჩებზე სრულიად ახალი ასფალტის საფარი დაიგება,”-თქვა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ბექა ყურაშვილმა.
დღესვე დაიწყო ფანჯიკიძის ქუჩის მონაკვეთის მოწესრიგებაც (კინო საქართველოს მიმდებარე ტერიტორია,) სადაც ასევე რამდენიმე დღეში, გზის ახალი საფარი დაიგება.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

ლევან რატიანი: ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა
