ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსის ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა.
“ორივე მანქანა დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდა. ვერ დაიმორჩილეს საჭე და ავარიის მიზეზიც ეს გახდა”, – აცხადებენ თვითმხილველები.
შსს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. გამოძიება კი 276 მუხლით მიმდინარეობს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო ორი დაშავებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ისინი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

„ჩერნოვეცკის“ ფონდი ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელთა დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, იწყებს თანხის შეგროვებას მათთვის საჩუქრების შეძენის მიზნით.

გერმანიაში საქართველოს ელჩის ელგუჯა ხოკრიშვილის ინფორმაციით, გერმანიაში განიხილება კანონი ლეგალური შრომითი მიგრაციის წესებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდება.

საქართველოს ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.
