ქურდობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

ქურდობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს და მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. დააკავეს. მას ბრალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვაში ედება.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: მცირეკალიბრიანი შაშხანა, მცირეკალიბრიანი შაშხანისთვის განკუთვნილი 19 საბრძოლო ვაზნა, “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, ამავე პისტოლეტის 2 მჭიდი და 33 საბრძოლო ვაზნა.  ამოღებულია ასევე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 მჭიდი და 160 საბრძოლო ვაზნა. პოლიციამ ზ.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობაში მის მიერ მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი აღმოაჩინა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები