„ქრონიკის“ მთავარ გამოშვებაში, 20:00 საათზე, „გორბის“ კვლევის შედეგები გასაჯაროვდება.

„ქრონიკის“ მთავარ გამოშვებაში, 20:00 საათზე, „გორბის“ კვლევის შედეგები გასაჯაროვდება.

„ქრონიკის“ მთავარ გამოშვებაში, 20:00 საათზე, „გორბის“ კვლევის შედეგები გასაჯაროვდება. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა „გორბიმ“ სოციოლოგიური გამოკითხვა ქვეყნის მასშტაბით 10-19 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. მოსახლეობა პირისპირ მეთოდით გამოიკითხა.

რესპონდენტთა შესარჩევად გამოიყენეს მრავალსაფეხურიანი, შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. საველე სამუშაოებისას, ჯამში, 2 000 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი, ქვეყნის მასშტაბით, +-2.5%-ია, თბილისის შემთხვევაში, +-3,4%.

კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო ზრდასრული მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და არის რეგისტრირებული იმ უბანში, სადაც ჩატარდა მისი გამოკითხვა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები