ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ ოჩხამურში მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მძღოლი უკვე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები