ყველაზე ხშირად პარლამენტის სხდომებს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები აცდენენ-ირაკლი კობახიზე

ყველაზე ხშირად პარლამენტის სხდომებს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები აცდენენ-ირაკლი კობახიზე

ყველაზე ხშირად პარლამენტის სხდომებს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები აცდენენ,-ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
გამცდენ დეპუტატებს შორის, პირველ ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობა”, მეორე ადგილზე “ევროპული საქართველო”, მესამე ადგილზე კი, “პატრიოტთა ალიანსია”.
“დასწრების მხრივ ბიზნესმენი დეპუტატები ყველაზე აქტიურად ესწრებიან სხდომებს. დასწრების მაჩვენმებელი არ არის მაღალი. უმრავლესობის მხრიდან გაცდენის მაჩვენებელი არის 15%. “ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში 66%. “ევროპული საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსის” გაცდენის მაჩვენებელი კი 50% აჭარბებს.. არ არის დასწრების სახარბიელო მაჩვენებელი. ჩვენ დავიწყეთ ზრუნვა, რომ გაუმჯობესდეს დისპლინა. ერთ-ერთ ზომად იქნება მიღებული ფინანსური სანქცია და ასევე რეგლამენტის ცვლილება. არის ერთი დეპუტატი, რომელიც არცერთ სხდომას არ დასწრებია და აქედან უმრავლესობაზე თქვა, რომ არ დაესწრო ოჯახური პირობების გამო.”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები