“ყველაზე ძალიან “ნაცმოძრაობასა” და ბოკერიას უნდათ, რომ საპარლამენტო მანდატები შეუწყდეთ, რათა ახალი ცეცხლი დაანთონ ქუჩაში”

“ყველაზე ძალიან “ნაცმოძრაობასა” და ბოკერიას უნდათ, რომ საპარლამენტო მანდატები შეუწყდეთ, რათა ახალი ცეცხლი დაანთონ ქუჩაში”

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველაზე ძალიან “ნაციონალურ მოძრაობასა” და გიგა ბოკერიას უნდათ, რომ საპარლამენტო მანდატები შეუწყდეთ, რათა ახალი ცეცხლი დაანთონ ქუჩაში.

მდინარაძის შეფასებით, ისინი “პოლიტიკური საბოტაჟნიკები” არიან.

“ერთ-ერთი არგუმენტი იყო გახმოვანებული, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში გია ვოლსკი ამბობს ხოლმე, ჩვენ ხომ ვიცით და ვხვდებით, რომ ყველაზე ძალიან “ნაცმოძრაობას” უნდა და ბოკერიას უნდა, რომ საპარლამენტო მანდატები შეუწყდეთ, რომ ახალი ცეცხლი დაანთონ თითქოს რაღაც ქუჩაში. ეს ერთ-ერთი ინდიკატორია ამ ძალიან მყარ და იურიდიულ არგუმენტებთან ერთად, რომ რაც მათ უნდათ ზუსტად ის არ უნდა გააკეთო. ისინი არიან “პოლიტიკური საბოტაჟნიკები”, უკაცრავად ამ ჟარგონული გამოთქმისთვის. ისინი ასევე ალაგებენ კამპანიას, რომლის ფარგლებში მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ “დღის კურიერის” ეთერში საუბრისას.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები