“ყველას პრინციპულად გვაინტერესებდა ის, რომ იურიდიული კომიტეტი უღირსი მოსამართლეების გამტარად არ იქცეს საპარლამენტო სესიაზე”

“ყველას პრინციპულად გვაინტერესებდა ის, რომ იურიდიული კომიტეტი უღირსი მოსამართლეების გამტარად არ იქცეს საპარლამენტო სესიაზე”

იურიდიული კომიტეტის მთავარი ამოცანა დღეს უნდა იყოს ის, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა ქვეყანაში მართლმსაჯულება არ დაზარალდეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“უნდა მივაღწიოთ იმას, რომ უზენაეს სასამართლოში, არათუ ცუდი მოსამართლეები არ გაიპარონ, არამედ მივაღწიოთ სუფთა ბიოგრაფიების მქონე მოსამართლეების გაყვანას. ეს არის იურიდიული კომიტეტის მთავარი დღის წესრიგი და ამოცანა დღეს.
აქ თანამდებობაზე საუბარი საერთოდ არ არის. მე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ვთმობ თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იმისათვის, რომ აქ ვიყო. ასე რომ, აქ თანამდებობაზე საუბარი არ არის. ყველას პრინციპულად გვაინტერესებდა ის, რომ იურიდიული კომიტეტი უღირსი მოსამართლეების გამტარად არ იქცეს საპარლამენტო სესიაზე. პერსონალიებზე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია სასამართლოს პროცესი. ნუ გადავფარავთ. ირაკლი კობახიძე იქნება, თუ ვანო ზარდიაშვილი – ყველამ უნდა აღიაროს ის, რომ საქართველოს სჭირდება ღირსეული მოსამართლეთა კორპუსი. ამ პროცესში თუ ვინმეს თავისი თავი ახლა წაგებული ჰგონია, მე ვთვლი, რომ ეს არაადეკვატურია,” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები