ყველას გეძლევათ ლოცვა კურთხევა, ვისაც გაქვთ სურვილი და დრო, ხუთშაბათობით 10 საათზე მობრძანდეთ ტაძარში-ბრძანა პატრიარქმა.

10 საათამდე უნდა ჩატარდეს წირვა და 10 საათზე მრევლი შეხვდება ერთმანეთს და 12 საათზე1 საათის მანძილზე იქნება ლოცვა საქართველოს მთლიანობისთვის და გადარჩენისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა. მან დღეს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვას აღავლინა.“ჩვენ ხშირად გვეკითხებიან რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ ადამიანის გადარჩენისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გარაჩენა ჩვენს მთლიანობაშია. ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ, გავერთიანდეთ და ასეთი დღე უნდა იყოს გამოყოფილი. მე ვფიქრობ ,რომ ეს დღევანდელი დღეა, ხუთშაბათი. ხუთშაბათს რომ ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს მაგალითად მრევლი სამებისა, აქ სამების ტაძარში და ეზოში და გავამშვენოთ ჩვენი კარ-მიდამო, ეზო და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საწმყო იყო ღვთისა და ადამიანისათვის. მაშასადამე ყველას გეძლევათ ლოცვა კურთხევა, ვისაც გაქვთ სურვილი და დრო, ხუთშაბათობით 10 საათზე მობრძანდეთ, 10 საათამდე უნდა ჩატარდეს წირვა და 10 საათზე მრევლი შეხვდება ერთმანეთს და 12 საათზე1 საათის მანძილზე იქნება ლოცვა საქართველოს მთლიანობისთვის და გადარჩენისთვის. საქართველოს გადარჩენისთვის და მთლიანობისთვის ყოველ ხუთშაბათს ჩაატარდება ლოცვა, მე ვფიქრობ რომ ეს გამოიღებს დიდ შედეგს და ჩვენი ერი გამთლიანდება და გადარჩება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახართ”, – ბრძანა პატრიარქმა.
მსგავსი სიახლეები

საპატრიარქო – შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს – აუცილებელია შედგეს დიალოგი

ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ცხედრის გადმოსვენება-გიორგი კვირიკაშვილი
