“ყველაფერში არასოდეს ვიქნებით ერთმანეთთან თანხმობაში, მაგრამ რაღაცებზე საუბარი უნდა შევძლოთ”

“ყველაფერში არასოდეს ვიქნებით ერთმანეთთან თანხმობაში, მაგრამ რაღაცებზე საუბარი უნდა შევძლოთ”

ყველაფერში არასოდეს ვიქნებით ერთმანეთთან თანხმობაში, მაგრამ რაღაცებზე უნდა შევძლოთ შეთანხმება თუ არა, ყოველ შემთხვევაში საუბარი იმისთვის, რომ სხვისი არგუმენტი მოვისმინოთ და შეიძლება ის მივიღოთ ან არ მივიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ პარტიებთან წინასაახალწლო შეხვედრაზე განაცხადა.

„ეს ერთობლივი და ეროვნული საუბარი, რომელიც არის ამ ჩემი ინიციატივის საწყისი, ასევე უნდა იყოს ამ პროცესის ბოლო, რომ ჩვენ ეს ეროვნული საუბარი შევძლოთ არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც და ამით იქნება ეს ქვეყანა ისეთი, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღებას მართავს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები