ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართოს ნატოსა და ევროკავშირში

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართოს ნატოსა და ევროკავშირში

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართოს ნატოსა და ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო დროშა ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აუცილებლად აღიმართება.

“დღევანდელ დღეს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შესასრულებელი გვაქვს რამდენიმე გამორჩეული, მნიშვნელობის მისია. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ოცნება და სურვილი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ახდება. ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიზანია ჩვენი წინაპრების დაწყებული საქმის გაგრძელება და ქართველი ხალხის ისტორიული ნების შესრულება. ეს არის საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ დაუღალავ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართოს ნატოსა და ევროკავშირში. დღევანდელ დღეს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და ქედი მოვიხარო ჩვენი ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც ღირსეულად ატარებენ სახელმწიფო დროშას მთელ მსოფლიოში. მადლობას ვუხდი ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც უკვე მრავალჯერ ასახელეს საქართველო და საერთაშორისო ასპარეზზე მრავალჯერ აღმართეს ქართული დროშა, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მსოფლიოს გააცნო ჩვენი ქვეყანა და მისი უმთავრესი ეროვნული სიმბოლო, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს. გილოცავთ დღევანდელ დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ გაერთიანებულ ყველა ადამიანს. გისურვებთ, რომ მრავალჯერ მოგვეცეს ქართული დროშის ამაყად აფრიალების შესაძლებლობა და პატივი“, – განაცხადა კობახიძემ პარლამენტში გამართულ მიღებაზე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები