“ყველაფერს გავაკეთებთ, რათა როგორც გიორგი უგულავამ ასევე ყველა სხვა ბრალდებულმა, 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხი აგონ”

“ყველაფერს გავაკეთებთ, რათა როგორც გიორგი უგულავამ ასევე ყველა სხვა ბრალდებულმა, 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხი აგონ”

7 ნოემბრის საქმეზე ათეულობით დაზარალებულთა გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა როგორც გიორგი უგულავამ ასევე ყველა სხვა ბრალდებულმა, ჩადენილი დანაშაულებებისთვის კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგონ, – ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან დღევანდელ პროცესზე ბრალდებულ გიგი უგულავას გამოცხადების შესახებ ისაუბრა.

„დღევანდელ პროცესზე გამოცხადდა ბრალდებულ გიგი უგულვა. იგი ბრალდებულია „ტელეიმედის“, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების ეპიზოდებში. ამ საქმეს ჩვენ ვიხილავთ არაერთი წელია. 150-მდე მოწმე დაიკითხა ამ საქმეზე, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც 7 ნოემბერს დაარბიეს, „იმედის“ დარბევისას ტელევიზიაში ჟურნალისტები სცემეს. როდესაც ამ მოწმეებს ვკითხავდით, უგულავა არ ესწრებოდა. დღეს გამოცხადდა პროცესზე, აკეთებდა უტიფარ განცხადებებს. შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს და შეურცხყოფა მოგვაყენა ჩვენ, ბრალდების მხარეს. მისი მიზანი მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა არ ყოფილა. მისი მიზანი პოლიტიკური სანახაობის მოწყობა იყო. თუმცა, როგორც ბრალდების მხარემ აქვე შემიძლია გითხრათ, რომ 7 ნოემბრის საქმეზე ათეულობით დაზარალებულთა გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ბრალდების მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა როგორც გიორგი უგულავამ ასევე ყველა სხვა ბრალდებულმა კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგონ 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებებისთვის“, – განაცხადა წიკლაურმა.

„ტელეიმედის“, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმეზე ბრალდებულთა შორისაა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და კიდევ 5 ყოფილი მაღალჩინოსანი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე 2014 წლის 1-ელ აგვისტოს, აღკვეთის ღონისძიების სახით პა­ტიმ­რო­ბა შეეფარდათ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები