“ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის რომ “ქართული ოცნების” შეცდომის ხარჯზე “ნაცმოძრაობა” არ დაბრუნდეს”

“ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის რომ “ქართული ოცნების” შეცდომის ხარჯზე “ნაცმოძრაობა” არ დაბრუნდეს”

ორგანიზაცია “2012-იანელები ღირსეული საქართველოსთვის” და სამეგრელოს ეროვნულმა მოძრაობამ, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, თანამოაზრეებთან ერთად მხარდაჭერა გამოუცხადეს.
2012-იანელების ერთ-ერთი დამფუძნებლის, მერაბ შათირიშვილის განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ “ქართული ოცნების” შეცდომების ხარჯზე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება არ მოხდეს.
“ჩვენ 21 ოქტომბერს დავაფუძნეთ “2012-იანელები ღირსეული საქართველოსთვის” ის, რაც პირველ ტურში მოხდა ეს იყო უპრეცედენტო, იმითი რომ გარკვეულწილად ხალხმა გამოიღვიძა. 2012- იანელები ე.წ. ძველი გვარდია სამეგრელოში ასოცირდება არამარტო 2012 წლის თანამებრძოლებთან, არამედ 1992 წლის ავადსახსენებელი წლის მოვლენებთან, რომლებმაც ვერ გადაარჩინეს სახელმწიფო, სამოქალაქო დაპირისპირებას. ჩვენ დავირაზმეთ საკუთარი ინიციატივით, ჩვენივე სახსრებით და ყველაფერს გავაკეთებთ რომ “ქართული ოცნების” შეცდომის ხარჯზე არ მოვიდეს ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” – განაცხადა მერაბ შათირიშვილიმა.
შეხვედრა ზუგდიდში, კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები