“ყველანაირი გზებით ცდილობენ სააკაშვილი მოახვედრონ ციხის გარეთ, იმისთვის, რომ რაღაცეები დაგეგმონ”

“ყველანაირი გზებით ცდილობენ სააკაშვილი მოახვედრონ ციხის გარეთ, იმისთვის, რომ რაღაცეები დაგეგმონ”

მივიდნენ კახა კუჭავასთან და ითხოვეს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა და როგორც მათ განაცხადეს, ეს „ნაცმოძრაობასთან“ შეთანხმებული პოზიცია იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყველანაირი გზებით ცდილობენ სააკაშვილი მოახვედრონ ციხის გარეთ, იმისთვის, რომ რაღაცეები დაგეგმონ.

ხალხმა უნდა იცოდეს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი არავითარი ფორმით არ არის განსაკუთრებულად დაცული. ეს არ არის სამხედრო ბაზაზე, ან რამე მსგავს სივრცეში განთავსებული. ქალაქის ცენტრშია, მერიის უკან და გალავანიც კი არ ჰყოფს ცენტრალური ქუჩისგან. აქაც შეცდომაში შეჰყავთ ხოლმე მოსახლეობა. მეორე დღეს სააკაშვილი აკეთებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, რუსები გაიტაცებენ მას გორის ჰოსპიტალიდან. მარტივი კითხვა ისმის, თუ რუსებს შეუძლიათ მისი გატაცება გორის ჰოსპიტალიდან, რატომ არ შეუძლიათ სხვებს? აქედან გამომდინარე, დასკვნა მარტივია, ყველანაირი გზებით ცდილობენ სააკაშვილი მოახვედრონ ციხის გარეთ, იმისთვის, რომ რაღაცეები დაგეგმონ. იმ გეგმებსაც არ უწერია აღსრულება, მაგრამ შეუძლიათ სერიოზული პრობლემები შექმნან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები