„ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ შევასრულოთ ვალდებულებები, ის რეჟიმი, რომელიც ამოქმედდა ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მარტივი, საუბარია 90 დღეზე”-მარგველაშვილი

„ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ შევასრულოთ ვალდებულებები, ის რეჟიმი, რომელიც ამოქმედდა ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მარტივი, საუბარია 90 დღეზე”-მარგველაშვილი

„ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ შევასრულოთ ვალდებულებები, ის რეჟიმი, რომელიც ამოქმედდა ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მარტივი, საუბარია 90 დღეზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქართველები და საქართველო ევროპას სჭირდება და ევროპამ არაერთხელ გამოხატა ეს პოზიცია. მისი თქმით, საქართველოს საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროები, ასევე, პოლიციის ატაშეები, აქტიურად მუშაობენ ევროპის დედაქალაქებში. “ქართველები და საქართველო ევროპას სჭირდება, ევროპამ არაერთხელ გამოხატა ეს პოზიცია, იქნებოდა ეს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის თუ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით. ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ ვიმუშაოთ ერთად ვიზის რეჟიმის დარღვევის საკითხებთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასევე, ჩვენი პოლიციის ატაშეები ევროპის დედაქალაქებში, ძალიან აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ყველა რეგულაცია იყოს სწორად დაცული და საკითხი, რომელიც ეხება კონკრეტულ დარღვევებს, პოლიტიკურად პრობლემური არ გახდეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ცალკეული სამართალდარღვევები და არსებობს ძლიერი პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ბევრ საკითხთან მიმართებაში მუშაობს ევროპაში. „ამ პროპაგანდას აღიარებს თითონ დასავლეთიც და ამას ჰქვია რუსული პროპაგანდა. ყველანი უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილად, რომ რუსული პროპაგანდა კონკრეტული ცალკეული შემთხვევებისგან არ ქმნიდეს საქართველოს წინააღმდეგ რაღაც საქმეებს და ცალკე პროპაგანდისტულ ქეისებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები