“ყველა, ვისაც ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს ოპოზიცია, უნდა აცნობიერებდეს, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა”

“ყველა, ვისაც ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს ოპოზიცია, უნდა აცნობიერებდეს, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა”
0SHARES

ყველა, ვისაც ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს ოპოზიცია, უნდა აცნობიერებდეს, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და რა არის მათთან გამკლავების მექანიზმი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „ფეისბუქზე“ წერს.

„გადავხედოთ რეალობას, რომელიც დღეისთვის შეიქმნა პოლიტიკურ ველზე: 9 თებერვალს ევროკომისიამ და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები და დადებითად შეაფასა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება.

11 იანვარს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანალოგიური შინაარსის ანგარიში, ხოლო 6 მარტს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა ეუთო/ოდირმა, რომელიც ასევე უპირისპირდება ნაცმოძრაობის ინტერესს. არჩევნები პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 11 მარტის ანგარიშშიც.

​ოპოზიციისთვის სანდო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაც აჩვენებს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი პოლიტიკური სუბიექტების პარლამენტში შესვლას ითხოვს და მიუთითებს რომ არჩევნების პროცესი მოწესრიგებულად მიმდინარეობდა. ჩვენი საზოგადოების მხოლოდ 9% არ ეთანხმება ამ მიდგომას. იგივე პოზიცია 16 მარტს ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე კვლავ დაადასტურა ევროკავშირმა. ხოლო სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა. თავად რუსეთიც არ მალავს, რომ ადეკვატური პასუხი ექნება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ასე რომ, ყველა, ვისაც ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს ოპოზიცია, უნდა აცნობიერებდეს, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და რა არის მათთან გამკლავების მექანიზმი“,- წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები