ყველა ვიყავით პატარა, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით ბავშვებიც კმაყოფილები დარჩებიან-კახა კალაძე

ყველა ვიყავით პატარა, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით ბავშვებიც კმაყოფილები დარჩებიან-კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმის შესახებ თუ რატომ არის საბავშვო ბაღებში არდადეგები იმაზე ხანგრძლივი, ვიდრე გასულ წელს იყო, განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგები ყველას გვიყვარდა, ყველა ვიყავით პატარა, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით ბავშვებიც კმაყოფილები დარჩებიან.

„როგორც იყო ბიუჯეტში დაგეგმილი, ჩვენც შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება. 22-დან არის არდადეგები. ესეც ნორმალურია, საახალწლო არდადეგები ყველას გვიყვარდა, ყველა ვიყავით პატარა, შესაბამისად, ბავშვებიც კმაყოფილები იქნებიან“, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, დაავიწყდა თუ არა მერიას ტენდერის გამოცხადება, რაც კახა კალაძემ უარყო.

„კანონის შესაბამისად, როგორც ბიუჯეტში იყო დაგეგმილი, ისე ვიმოქმედეთ“, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ წელს თბილისის საჯარო ბაღებში სააღმზრდელო წელი 22 დეკემბერს დასრულდებოდა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წინა ხელმძღვანელობამ მიიღო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები