“ყველა, ვინც ამ შეთანხმების მხარეს დგას გამარჯვებულია, ვინც უარყოფს – დამარცხებული”

“ყველა, ვინც ამ შეთანხმების მხარეს დგას გამარჯვებულია, ვინც უარყოფს – დამარცხებული”

ყველა, ვინც ამ შეთანხმების მხარეს დგას გამარჯვებულია, ვინც უარყოფს – დამარცხებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, სესიაზე განაცხადა.

„მარგინალურ ოპოზიციას მხოლოდ 2 გზა დარჩა – ან აღიარონ საკუთარი მარცხი, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და შემოვიდნენ პარლამენტში, ან ქვეყნის მტრობაში გაჯიუტებულები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ როგორც მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები.

ხოლო, „ქართული ოცნება“ იქნება თავისი სიტყვისა და ხელმოწერის ერთგული, ჩვენ იმ დოკუმენტს, რომელიც 19 აპრილს შედგა, შევასრულებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები